საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

 

ENG

________________________________________

ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის - არაფორმალური განათლების პლატფორმა ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის სფეროს წარმომადგენლებისთვის
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020 წ. აგვისტო - 2022 წ. იანვარი
პროექტის დამფინანსებლები: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა

პრეს-რელიზი

_______________________________________

პროექტის მიზანი
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

პროექტის მიზანია ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის სფეროს წარმომადგენლების თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების ამაღლება. მისი მთავარი იდეაა საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც მიმართულია პროფესიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ოსტატების, ხელოვანების, დიზაინერების სამეწარმეო უნარების განვითარებაზე თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

_______________________________________

პროექტის აქტივობები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

თეორიული კურსები მოიცავს:
  1. პროფესიული გამოცდილების პროგრამა ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე მეწარმეებისთვის;
  2. iAtelier: ტექნოლოგიები და ინოვაციური პრაქტიკა;
  3. საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საკითხები ტრადიციული რეწვის ბიზნესისთვის;
  4. ინტელექტუალური საკუთრება ტრადიციული რეწვის ბიზნესთან მიმართებაში;
  5. ტრადიციული რეწვის პროდუქციის ექსპორტის განვითარება;
  6. გამოფენა-გაყიდვებზე წარმატებული მონაწილეობა;
  7. კულტურული პროდუქტი და ტურიზმის ინდუსტრია.

თეორიული კურსების ნაწილი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, რომლებსაც აქვთ ლექციის, ტრენინგის, კონსულტაციის ფორმატი.

პრაქტიკული კურსები/სტაჟირებები მოიცავს:

  1. კერამიკული პროდუქციის წარმოება;
  2. ლითონის პროდუქციის წარმოება ჩამოსხმის წესით;
  3. სასაჩუქრე პროდუქციის კოლექციების შექმნა და მარკეტინგი;
  4. ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარების პროექტების შემუშავება და განხორციელება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center